ჩაქვში, მეზღვაურთა ქუჩაზე საბავშვო ბაღი შენდება. სამუშაოებისთვის 3 მილიონ 475 ათასი ლარი დაიხარჯება. ორსართულიანი შენობა 300 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, მოეწყობა სპორტული მოედანი, ატრაქციონები და საპარკინგე სივრცეები. სამუშაოებს ბათუმის მერი გაეცნო. გარდა ამისა, წელსვე, დამატებით სამი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება.