ნატო-ს სამიტი

30 ივნისი 2022, 12:08 677 ნახვა

მადრიდში ნატოს სამდღიანი სამიტი მთავრდება. ისტორიული შეკრების ბოლო დღეს საქართველოს დელეგაციას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრები აქვს დაგეგმილი. მანმადე კი ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სპეციალურ სხდომაში მიიღეს მონაწილეობა.

განხილვის მთავარი თემები გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები და ევროატლანტიკურ სივრცეში შექმნილი უსაფრთხოების გარემო იყო.

სიტყვით გამოსვლის დროს პრემიერმა ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუარესებასა და არსებულ ვითარებაში საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

მისივე თქმით, რეფორმების განხორციელების კუთხით, ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი საქართველოს გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე პოზიტიურად აისახება.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი