ბრიტანეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კიდევ ერთი მილიარდი ფუნტი სტერლინგის ოდენობის დახმარებას გაუწევს

30 ივნისი 2022, 10:53 612 ნახვა

გაერთიანებული სამეფო უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კიდევ ერთი მილიარდი ფუნტი სტერლინგის ოდენობის დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ნატო-ს სამიტის პირველი დღის ბოლოს განაცხადა.

„ბრიტანული იარაღი, აღჭურვილობა და სამხედრო მომზადება გარდაქმნის უკრაინის თავდაცვას ამ შეჭრის წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის სრულ მხარდაჭერას, რათა უზრუნველვყოთ, რომ პუტინი უკრაინაში მარცხს განიცდის“, – განაცხადა ჯონსონმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი