საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე მატჩს უკრაინასთან ლატვიაში გამართავს. ჩვენი გუნდი რიგაში დღეს გამთენიისას გაემგზავრა.
მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ამ მეტად მნიშვნელოვანი მატჩისთვის 13 კალათბურთელი შეარჩია.
მანამდე ბერძენი სპეციალისტის ილიას ზუროსის გაწვრთნილი ეროვნული გუნდი 17 ივნისს თბილისში შეიკრიბა და საწვრთნელი შეკრებაც გაიარა.
ეროვნული გუნდი საკვალიფიკაციო მატჩებს 1 ივლისს რიგაში, უკრაინასთან და 4 ივლისს თბილისში, ესპანეთთან გამართავს.