ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის კმ70-კმ106 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა

29 ივნისი 2022, 12:20 767 ნახვა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე კლდის მასა ჩამოიშალა.

უწყების ცნობით, აღნიშნულის გამო გზის კმ70-კმ106 მონაკვეთზე, შესაბამისი გაწმენდითი ღონისძიებების გატარებამდე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი