ფორბს-ის თანახმად, გასულ შაბათ-კვირას რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დასაბომბად 200 მილიონი დოლარის ღირებულების რაკეტები გამოიყენეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობისა და ადგილობრივი ადმინისტრაციების მონაცემებით, 25-26 ივნისს რუსეთის ფედერაციამ უკრაინის მიმართულებით 60-დან 80-მდე შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა გაუშვა.
დაახლოებით 30 რაკეტა გაუშვეს ჟიტომირის რაიონის, კიდევ 20 ჩერნიგოვის რეგიონის მიმართულებით, რუსული რაკეტები დაუშინეს კიევის, ხმელნიცკის, ლვოვისა და დნეპროპეტროვსკის რაიონებში, ასევე ხარკოვსა და ნიკოლაევში. ასევე, 6-მდე ფრთოსანი რაკეტა დაუმიზნეს კიევს სტრატეგიული თვითმფრინავებიდან.
ფორბსის შეფასებით, მხოლოდ ამ ორი დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინას 150-დან 220 მილიონ დოლარამდე ღირებულების რაკეტები დაუმიზნა.
პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, რუსეთმა უკვე გამოიყენა თითქმის 2 ათას 800 სხვადასხვა ფრთოსანი რაკეტა უკრაინის წინააღმდეგ.