20 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსის1 058 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - გარდაიცვალა 2 პაციენტი

28 ივნისი 2022, 11:55 992 ნახვა

20 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 058 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 646 პირი. უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.

7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 1,67%.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 404 კვლევა ტესტით, მათ შორის 57 457 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 847 PCR ტესტით.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი