უკრაინის პოლტავის ოლქში, კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულია 59 ადამიანი, მათგან 25-ის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა.
სარაკეტო დარტყმები კემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის ძალებმა 27 ივნისს მიიტანეს.