შალვა პაპუაშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა

27 ივნისი 2022, 18:46 677 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჭოუ ციენს შეხვდა, დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.მხარეებმა აღნიშნეს, რომ ბოლო წლებში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა ჩინეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის და  „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკისადმი საქართველოს მხარდაჭერა დაადასტურა. როგორც აღინიშნა, წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავი შესრულდა.  შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი ამილახვარმა მიიღო.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი