ახალგაზრდა ნიჩბოსანის მეორე ოქრო

27 ივნისი 2022, 10:03 752 ნახვა

ახალგაზრდა ქართველმა ნიჩბოსანმა ალექსანდრე წივწივაძემ სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე 18 და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე კანოეთი შეჯიბრში 2 ოქროს მედალი მოიპოვა, რაც საქართველოს ნიჩბოსნობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა.

წივწივაძემ ძალები 18-წლამდელთა შორის 200-მეტრიან დისტანციაზე მოსინჯა და პირველობა არავის დაუთმო.

ალექსანდრეს მაჩვენებელი 41.200 წამი იყო. შეგახსენებთ, რომ წივწივაძემ თავის გამოჩენა კანოეთი შეჯიბრში ათას-მეტრიან დისტანციაზე მოახერხა, როდესაც ფინალურ გაცურვაში ოქროს მედალი დაისაკუთრა.

ცნობისთვის, ალექსანდრე წივწივაძემ ევროპირველობაზე ოქროს მედლის მოპოვება გასულ წელსაც შესძლო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი