სტამბოლში გაიმართა სასწავლო - საწვრთნელი შეკრება ტაეკვონდოში, რომელშიც ბათუმის სპორტის სასახლის სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ.
შეკრების დასრულების შემდეგ ბათუმელმა ტაეკვონდისტებმა სტამბულის საერთაშორისო ტურნირში იასპარეზეს და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში სამივე სინჯის მედალი მოიპოვეს.
ტურნირის გამარჯვებულები ანდრია ქუმსიაშვილი და ნიკა ღოღობერიძე გახდნენ.
ვერცხლის მედალს ლუკა ცენტერაძე დაეუფლა. ბრინჯაოს მედლები კი დაჩი ცენტერაძემ და გუგა მუხაშავრიამ მოიპოვეს.