რუსეთმა საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა - „ბლუმბერგი“

27 ივნისი 2022, 10:34 862 ნახვა

რუსეთმა 1918 წლის შემდეგ პირველად, უცხოურ ვალუტაში საგარეო ვალზე დეფოლტი გამოაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

27 ივნისის დადგომისთანავე ამოიწურა საშეღავათო პერიოდი, როცა რუსეთს სახელმწიფო ობლიგაციების უცხოელი მფლობელებისთვის უნდა გადაეხადა დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის ვალი, რაც ვერ შეძლო. შესაბამისად, როგორც სააგენტო ბლუმბერგი წერს რუსეთში 1918 წლის შემდეგ პირველად, საგარეო ვალის დეფოლტია.

პირველად ეს მოხდა 1918 წელს.  თავად რუსეთი დეფოლტს ოფიციალურად არ გამოაცხადებს. როგორც წესი, ამას აკეთებენ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები, რომლებმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში საქმიანობა შეაჩერეს.

ბლუმბერგის თანახმად, დეფოლტის შესახებ შეუძლიათ განაცხადონ ობლიგაციების მფლობელებმა, რომლებიც ჯერჯერობით იმის გარკვევას ცდილობენ, რამდენად აქვთ საკუთარი ფულის თუნდაც ნაწილობრივ დაბრუნების შანსი. კრედიტორებს დეფოლტის გამოსაცხადებლად სჭირდებათ ობლიგაციების მფლობელთა მეოთხედის თანხმობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი