ცვლილება ბიუჯეტში - ამ საკითხზე იმსჯელეს დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე. რესპუბლიკური ბიუჯეტი შემოსულობების ხარჯზე 28 მილიონი ლარით გაიზარდა . თანხები უშვილობის პროგრამაზე, სოციალურად და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა პირობების გაუმჯობესებისთვის, უკრაინელთა მხარდასაჭერად და სხვა მიმართულებებით გადანაწილდება.