ისტორიული დღე და ევროინტეგრაციის გზაზე წინ გადადგმულ ნაბიჯი - ასეთი შეფასებები ისმის სახელისუფლებო პარტიაში ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ფაქტობრივად გაიმეორა ევროკომისიის რეკომენდაციები და ევროპარლამენტის რეზოლუცია.
მმართველ პარტიაში ირწმუნებიან, რომ მზად არიან ყველა რეკომენდაცია შეასრულონ, ოღონდ ამ პროცესში ოპოზიციის ჩართულობასაც უსვამენ ხაზს. ირკვევა, რომ მმართველ პარტიაში მთავარ გამოწვევად ევროკომისიის პირველ პუნქტს ასახელებენ, რომელიც დეპოლარიზაციას ეხება.
ქართულ ოცნებაში ამ რეკომენდაციის შესასრულებლად, ოპოზიციის როლზე მიანიშნებენ.
რატომ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი? ამაზე ოპოზიციის ნაწილს განსხვავებული არგუმენტები აქვს და ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ევროპის საბჭოს მიერ დასახელებულ და საქართველოს მიერ განსახორციელებელ რეფორმას - დეოლიგარქიზაციას ასახელებენ. ამ ეტაპზე მათ პოზიტიური მოლოდინი არ აქვთ.