საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოხმაურება

24 ივნისი 2022, 12:05 549 ნახვა

სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გადაწყვეტილებას საქართველოს პრემიერ მინისტრიც, რომელიც ევროპული საბჭოს ვერდიქტს ისტორიულს უწოდებს.

,,საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ისტორიული დღე საქართველოსთვის. ჩვენ დროულად შევასრულებთ ევროკომისიის მიერ რეკომენდირებულ პრიორიტეტებს და საქართველო მალე მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას“ - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში