ეროვნულმა ლიგამ მეორე წრის საუკეთესოები დაასახელა

24 ივნისი 2022, 10:12 844 ნახვა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 2022 წლის სეზონის მეორე წრის გათამაშება დასრულდა. 18 ტურის შემდეგ 41 ქულით ლიდერი კვლავ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, ბათუმის „დინამოა“, 35 ქულით მეორე ადგილზე კი საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, თბილისის „დინამო“ იმყოფება.

შემდეგ მოდიან გორის „დილა“ და წყალტუბოს „სამგურალი“, რომლებიც 33-33 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ. მეორე წრის დასრულების შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ორგანიზატორებმა საუკეთესო მოთამაშე და მწვრთნელი დაასახელეს. მეორე წრის საუკეთესო მოთამაშე ბათუმის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია გახდა.

საუკეთესო მწვრთნელად კი „სამგურალის“ დამრიგებელი გიორგი მიქაძე დასახელდა.

საუკეთესოთა შორის ბათუმის „დინამოდან“ კიდევ ორი ფეხბურთელი მოხვდა, ზურიკო დავითაშვილი და ჯოვინო ფლამარიონი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი