„დაუცველი რჩება ძველი ბათუმი“ - ოპოზიციის გამოხმაურება სამშენებლო კოდექსში ცვლილებაზე

23 ივნისი 2022, 14:31 597 ნახვა

„დაუცველი რჩება ძველი ბათუმი, რომლის სამშენებლო მოედნად გადაქცევას ცდილობს ხელისუფლება“ - ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობა ბათუმში 300 ავარიული სახლის ნაცვლად ახალი საცხოვრისების აშენების საკითხს, რომელიც  მთავრობამ დაანონსა. 

საკრებულოსა და უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები ირწმუნებიან, რომ ეს  ხელისუფლებასა და დეველოპერს შორის შეთანხმებული კორუფციული სქემაა, რომელშიც მოქალაქის ინტერესები ნაკლებად იქნება დაცული.

ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ  K2 კოეფიციენტის გაზრდაზე,  ავარიული სახლის სტატუსის მინიჭებაზე ერთპიროვნულად ბათუმის მერი მიიღებს გადაწყვეტილებას  და არა საკრებულო, რაც მათივე ვარაუდით, კორუფციის რისკებს ზრდის.

ოპოზიცია ითხოვს, K2 კოეფიციენტის გაზრდა და სტატუსის მინიჭება შეეძლოს საკრებულოს, ამავე დროს კოეფიციენტის გაზრდა არ მოხდეს ძველი ბათუმის ტერიტორიაზე, რომლის საზღვრებიც განსაზღვრულია საყრდენი გეგმით.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი