''დინამო'' ბათუმისა და ''სიონის'' მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

23 ივნისი 2022, 11:35 352 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-19 ტურში ''დინამო'' ბათუმი  ბოლნისის ''სიონს'' უმასპინძლებს.

მატჩის ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში ცოტა ხნის წინ საიტ: biletebi.ge-ზე დაიწყო.

სტადიონის მდებარე სალაროებში კი ბილეთები დღეს 23 ივნისიდან გაიყიდება.

ბილეთის ფასი 5 და 10 ლარია. VIP სექტორზე ბილეთის ღირებულება 25 ლარს შეადგენს,

18 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ბათუმელები 41 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან, ხოლო ბოლნისელები 20 ქულით მე-8 პოციზიას იკავებენ.

''დინამოსა'' და ''სიონის'' დაპირისპირება 25 ივნისს ბათუმში 20:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში