საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, საცხოვრებელ სახლში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ინახავდა დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების, უცხოური წარმოების უაქციზო ალკოჰოლურ სასმელს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 7 869 ლარის ღირებულების უაქციზო სასმელი.