აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესები

20 ოქტომბერი 2025, 11:19 101 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გვიან ღამემდე გრძელდებოდა აქციების მონაწილეების სასამართლო პროცესები.  ლევან ჯობავა და შალვა ჩუბინიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნეს. მათ 14-14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.

ასევე 6 დღიანი პატიმრობა შეეფარდა ტელეკომპანია „ფორმულას“ ტელეწამყვანს, ვახო სანაიას. თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. სამართალდამრღვევად ცნეს და 6 დღით პატიმრობა შეუფარდეს დავით გოგიჩაიშვილსაც.

ლაშა ჩხარტიშვილი კი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, მისი პროცესი გადაიდო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე 18 ოქტომბერს მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 14 სამართალდამრღვევი პირი დააკავეს, ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს 13 პირის მიმართ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში