თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.მოსამართლე კობა ჩაგუნავას გადაწყვეტილებით, მას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განესაზღვრა.
„არ ვიცი შენ გყავს შვილი თუ არა, მაგრამ მე, იქ, შენი შვილისთვისაც ვდგავარ”,- მიმართა ჟურნალისტმა შსს-ს წარმომადგენელს.
ჟურნალისტს შსს გზის გადაკეტვას ედავება. არა ერთი მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს ჟურნალისტების გათავისუფლების მოთხოვნით.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ რუსთაველის გამზირის გადაკეტვის ბრალდებით დააკავეს ფორმულას კიდევ ერთი წამყვანი ვახო სანაია, მას 6 დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
მომხდარს ტელეკომპანია თავისუფალ მედიაზე ზეწოლად აფასებს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე