საჩოგბურთო სამყაროში სულ მალე უიმბლდონი დაიწყება. ქალთა ერთეულთა თანრიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობას მარიამ ბოლქვაძე იღებს.
ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში რეიტინგის 135-ე ნომერს, ამერიკელ ალისია პარკს დაუპირისპირდა და საკმაოდ მარტივად ორ სეტში 6:1 6:2 დაამარცხა. მარიამი მომდევნო წრეში იანა ფეტს დაუპირისპირდება.
ასევე გეტყვით, რომ უიმბლდონის ძირითად ბადეში ეკო გორგოძე ითამაშებს.
ქართველ ჩოგბურთელს კვალიფიკაციის გავლა დაფიქსირებული სარეიტინგო ქულების გამო არ უწევს. გორგოძე ამჟამად 580 ქულით 113-ე ადგილს იკავებს.
როგორც მოგეხსენებათ, უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი 128 ჩოგბურთელი ხვდება.