ბიუროს სხდომა

21 ივნისი 2022, 14:39 630 ნახვა

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 28 მილიონი ლარით იზრდება. რეგიონის მთავრობამ  მთავარი ფინანსურ  დოკუმენტში  ცვლილების მოთხოვნით აჭარის უმაღლეს საბჭოს უკვე მიმართა. კორექტირებული ბიუჯეტი დღეს  ბიუროს სხდომაზე განიხილეს. 

ცვლილების შემთხვევაში 9 მილიონი ლარით გაიზრდება აჭარის განათლების სამინისტროს დაფინანსება და თანხები ძირითადად სასწავლო გარემოს გაუმჯობესებაზე დაიხარჯება.

ამის გარდა რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, იზრდება სოციალური ინფრასტრუქტურული ხარჯები. 

კორექტირებული ბიუჯეტით  გაიზრდება უშვილობის პროგრამის დაფინანსება. პროგრამას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წელს პირველად ახორციელებს.

ცვლილებების შემდეგ აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 482 მილიონი ლარი იქნება.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი