პუტინს სურს უკრაინის ფიზიკურად განადგურება - ბორელი

21 ივნისი 2022, 12:08 642 ნახვა

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინას უნდა დაუჭირონ მხარი მანამდე, სანამ ეს საჭიროა, რადგან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მისი ფიზიკურად განადგურება სურს.ამის შესახებ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ომი გრძელდება და ამიტომ სასურსათო კრიზისმა და გეოპოლიტიკურმა შედეგებმა ხელი არ უნდა შეუშალოს უკრაინის შემდგომ მხარდაჭერას.

"ეს არასასიამოვნო რეალობაა. ომი გრძელდება და აუცილებლად გაგრძელდება ყოველდღიურად მრავალი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რუსული არმიის მიერ უკრაინაში ნებისმიერი ობიექტის  სისტემატური დაბომბვის გამო. როგორც ჩანს, პუტინს სურს უკრაინის ფიზიკურად განადგურება. სურს გაანადგუროს მისი ინფრასტრუქტურა, ქალაქები, რათა გაანადგუროს უკრაინელი ერის ჯანსაღი იდეა“, - აღნიშნა ბორელმა. მისი თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტას, რათა დაუშვას უკრაინული სურსათის ექსპორტი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი