პუტინს დემოკრატიის ნაპერწკლის ეშინია - შოლცი

21 ივნისი 2022, 12:08 605 ნახვა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ატარებს პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ნატოსა და ევროკავშირის დაშლისკენ, რათა თავიდან აიცილოს დემოკრატიის გავრცელება რუსეთში.

„ცხადია, პუტინს ეშინია, რომ დემოკრატიის ნაპერწკალი რუსეთში მიაღწევს. ამიტომ, ის წლების განმავლობაში ახორციელებს პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ნატოსა და ევროკავშირის დაშლისკენ.

მას სურს დაბრუნდეს გავლენის ზონის პოლიტიკაში. მაგრამ ის ამას ვერ შევძლებ“, - წერს შოლცი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი