უკრაინაში დატყვევებულმა ამერიკელებმა პასუხი უნდა აგონ დანაშაულებებზე - პესკოვი

21 ივნისი 2022, 12:07 780 ნახვა

რუსეთს არ შეუძლია იმის გარანტია გასცეს, რომ უკრაინაში დატყვევებულ ყოფილ ამერიკელ სამხედროებს სასიკვდილო განაჩენი არ დაემუქრებათ, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა განაცხადა.

„მე ვერანაირ გარანტიას ვერ მოგცემთ. ეს დამოკიდებულია გამოძიებაზე“, - აღნიშნა პესკოვმა, როდესაც ჰკითხეს, შეეძლო თუ არა გარანტიის მიცემა, რომ ამერიკელ ტყვეებს იგივე ბედი არ დაემუქრებათ, როგორიც ორ ბრიტანელსა და ერთ მაროკოელს, რომლებსაც ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ“ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

გასულ კვირას მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხარკოვის მახლობლად ორი ყოფილი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაატყვევეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 16 ივნისს განაცხადა, რომ მზადაა საკუთარ მოქალაქეებთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებები გამართოს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი