უსამართლოა, მაგრამ ევროპელი ლიდერებისგან გავიგეთ, რომ გადაწყვიტეს უკრაინისთვის სტატუსი მიენიჭებინათ რადგან ომშია - პრემიერი 

21 ივნისი 2022, 11:25 893 ნახვა

ეს არის წახალისება, ეს არის ბონუსი უკრაინისთვის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, განხილვა დამსახურების მიხედვით თუ მოხდებოდა, პირველ რიგში ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსი საქართველომ უნდა მიეღო.

„უსამართლოა, მაგრამ გვესმის და ევროპელი ლიდერებისგან გავიგეთ, რომ მათ გადაწყვიტეს, მიენიჭებინათ სტატუსი უკრაინისთვის, რადგან უკრაინა არის ომში. მოლდოვაც მეზობელი ქვეყანაა და ძალიან მჭიდროდ არის, ძალიან რთულ სიტუაციაშია. ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხები ზედაპირზე აქვს.

თუ შევადარებთ საქართველოს მუშაობას, ჩვენს რეფორმებს, ყველაფერს, დამსახურებულად თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, საქართველო იქნებოდა პირველი ქვეყანა, რომელსაც მიენიჭებოდა ეს სტატუსი, რადგან ძალიან კონკრეტული შედეგები გვაქვს, კონკრეტული მუშაობა აწარმოა ჩვენმა ქვეყანამ, მაგრამ სამივე ერი არის ევროპული პერსპექტივის მქონე.

ეს არის ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილება, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და ბუნებრივია, მას მოჰყვება კანდიდატის სტატუსი გარკვეული პირობებით. მინდა, მკაფიოდ ვთქვა პირობები ყველა, სამივე სახელმწიფოს განესაზღვრა. პრაქტიკა ჩვეულებრივ ასეა, სხვა ქვეყნებიც, რომლებიც ასოცირებული ქვეყნები იყვნენ და შემდეგ იქცნენ კანდიდატის ქვეყნებად.

როგორც ვთქვი, გავიგეთ ევროპელი ლიდერების ოფიციალური პოზიცია. პრეზიდენტმა მაკრონმა განაცხადა საჯაროდ, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა მიენიჭებინა უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი, რადგან ის ომშიაო. ეს არის წახალისება, ეს არის ბონუსი უკრაინისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი