3 წელი 20 ივნისის მოვლენებიდან - საიას ანგარიში

20 ივნისი 2022, 14:02 742 ნახვა

3 წლის წინ  20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ანგარიშს აქვეყნებს.  ორგანიზაციის შეფასებით,  ამ დრომდე დანაშაულის ყველა შესაძლო ეპიზოდი სათანადოდ არ არის გამოძიებული,  ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მიმართ შემაჯამებელი გადაწყვეტილება გენერალური პროკურატურის მიერ არ არის მიღებული და დაზარალებულთა უმრავლესობა   სტატუსის  მინიჭებას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს.

ანგარიშში წერია, რომ ამ დრომდე გამოძიების დაწყებიდან 2021 წლამდე მხოლოდ ერთ  სამართალდამცველს წარუდგინეს ბრალი, იმ დაზარალებულების საქმეში, რომელთა ინტერესებსაც საია იცავს.

ასევე, საიას დახმარებით 15-მდე პირმა უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარჩოს დაკისრებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელეთა შორის არიან ჟურნალისტები, რომლებმაც დაზიანებები მიიღეს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, ასევე,  მოქალაქეები და აქციის მონაწილეები. 

საია 20-21 ივნისს  დაზარალებულ პირთა ინტერესებს იცავს როგორც  ეროვნულ, ისე - საერთაშორისო დონეზე.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი