ბინაში აღმოჩენილი გახრწნილი ხორცის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

19 ივნისი 2022, 20:02 14336 ნახვა

პოლიციამ სანზონაში ბინა დალუქა, სადაც გახრწნილი ხორცი და ფეკალიებით სავსე კონტეინერები აღმოაჩინეს.

ადგილობრივებმა სამართალდამცველები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც მეზობლები ბინიდან უსიამოვნო სუნმა შეაწუხა.

მეზობლები ამბობენ, რომ ქალმა პოლიციას კარი არ გაუღო, რის შემდეგაც ისინი სახლში ძალისმიერი მეთოდით შევიდნენ.

მათივე ცნობით, ბინაში მცხოვრები ქალი ამტკიცებს, რომ ხორცი გაუფუჭდა და გადაყრა ვერ მოახერხა. ისინი ამბობენ, რომ ბინის მეპატრონე ექიმი-თერაპევტია.

როგორც ჩვენთვის ცნობილია შსს-ს უკვე დაწყებული აქვს გამოძიება და მიმდინარეობს მოკვლევა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში