ციკო ფუტკარაძე ნურსულტანის გრან-პრის ვიცე-ჩემპიონია ქართველმა მშვილდოსანმა ყაზახეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ეს ზედიზედ მეორე ტიტულია ბათუმელი სპორტსმენისთვის.
ცნობისთვის რამდენიმე დღის წინ ფუტკარაძემ მიუნხენში გამართული მესამე ევროპული თამაშების საკვალიფიკაციო შეჯიბრებაზე გაიმარჯვა და ევროპული თამაშების ლიცენზია მოიპოვა, რომელიც 2023 წელს პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გაიმართება.