პირველი ივლისიდან უკრაინა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აწესებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.
ზელენსკის განცხადებით, ეს საკითხი შემუშავებულია უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებული უპრეცედენტო საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.
''მე შევთავაზე მინისტრთა კაბინეტს შეიმუშაოს საკითხი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების შესვლის რეჟიმის გადახედვას ეხება", - თქვა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა.
რუსეთსა და უკრაინას შორის უვიზო რეჟიმი ყირიმის ანექსიისა და დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგაც გრძელდებოდა.