აქცია სარფში სატვირთო ავტომობილების პარკირების წინააღმდეგ

17 ივნისი 2022, 17:51 1475 ნახვა

სარფში მცხოვრებლები სატვირთო ავტომობილების პარკირებას აპროტესტებენ, მათი თქმით, სარფიდან - კვარიათამდე საავტომობილო გზის მონაკვეთს მძღოლები სატვირთო ავტომობილების სადგომად სარგებლობენ, რაც ხმაურს და ჰაერის დაბინძურებას იწვევს.

როგორც საოჯახო სასტუმროს მეპატრონეები ამბობენ, აღნიშნული პრობლემების გამო ბოლო წლებია ტურისტული ზონით ვიზიტორები აღარ ინტერესდებიან , რის გამოც შემოსავლის გარეშე აღმოჩნდნენ.

შესაბამის უწყებებს, პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდა „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

ხელვაჩაურის მერი აცხადებს, რომ პრობლემა მისთვის ცნობილია, სარფში მცხოვრებლებთან უკვე ჰქონდა შეხვედრები და პრობლემას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო ეკიპაჟებთან ერთად ხვალიდან მოაგვარებს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში