ჩაქვის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავდა 5 ადამიანი.
სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ავარიის დროს დაშავებული მოქალაქეები კლინიკებში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილას სასწრაფო დახმარების 4 ბრიგადა მუშაობდა.
კლინიკა ბაუში ორი პაციენტი მოათავსეს. მედიკოსების განმარტებით, მათ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აქვთ და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაშავებულებს კვლევები უტარდებათ. ერთ-ერთ მათგანს მოტეხილობა აქვს, მეორეს კი სხეულის სხვადასხვა დაზიანება.
ერთი პაციენტი ''მედცენტრში'' გადაიყვანეს. კლინიკაში ამბობენ, რომ მოქალაქის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.