სანაკრებო პაუზის შემდეგ "დინამო" ბათუმმა ეროვნული ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში გასვლაზე "გაგრა" 0-3 დაამარცხა.
პირველი ნახევრის ბოლო წუთზე ანგარიში მამუკა კობახიძემ გახსნა და "დინამომ" ტაიმი 0-1 მოიგო.
მეორე ტაიმში 52-ე წუთზე თორნიკე გაფრინდაშვილმა სხვაობა ორმადე გაზარდა.
72-ე წუთზე კი ჯაბა ჯიღაურმა მატჩის საბოლოო ანგარიში 0-3 დააფიქსირა.
17 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდს 38 ქულა აქვს და გათამაშების ლიდერია.
მეორე პოზიციაზე კი 33 ქულით წყალტუბოს "სამგურალი" იმყოფება.
21 ივნისს ბათუმელები საკუთარ მოედანზე ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებენ.