საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. ელჩის გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს.
ისაუბრეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობაზე. განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა".
აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის და თანაცხოვრების მომხრე და მზადაა ხელი შეუწყოს რეგიონული დიალოგის წარმართვას.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.