პუტინს იმედი აქვს, რომ დასავლეთი დაიღლება უკრაინის ომით - პოლონელი დიპლომატი

15 ივნისი 2022, 14:00 605 ნახვა

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის მიმდინარეობის ფონზე  აგრესორი ქვეყნის ლიდერს ვლადიმირ პუტინს  იმედი აქვს, რომ დასავლეთი  უკრაინაში  ომით მალე დაიღლება. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ  მარცინ პშიდაჩმა განაცხადა. 

ჩვენ აქტიურად უნდა აღვუდგეთ ნებისმიერ  შესაძლო დაღლას, რადგან უკრაინაში ომი გრძელდება, იქ ყოველდღიურად იღუპებიან ადამიანები, კლავენ ბავშვებსა და ქალებს, ნადგურდება ინფრასტრუქტურა - ამბობს პოლონელი დიპლომატი.  იგი აღნიშნავს, რომ  რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისთვის დამატებითი სანქციებია საჭირო, რომლებიც არა მარტო ევროკავშირის, არამედ დიდი შვიდეულის  და ევროატლანტიკური პარტნიორების -აშშ-ისა და იაპონიის დონეზე უნდა დაწესდეს. 

ანალოგიური განცხადება მანამდე  უკრაინაში დიდი ბრიტანეთის ელჩმა მელინდა სიმონსმა გააკეთა. ბრიტანელი დიპლომატი ასევე მიიჩნევს, რომ კრემლი ელოდება, როცა უკრაინის ომით დასავლეთი დაიღლება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი