''ქართული ოცნება'' პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ აქციას არ უერთდება - გია ცაგარეიშვილი

15 ივნისი 2022, 13:17 1043 ნახვა

''ქართული ოცნების'' წევრის გია ცაგარეიშვილის განცხადებით, ისინი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ აქციას არ შეუერთდებიან. 

დეპუტატის განმარტებით, ქვეყანას სიმშვიდე სჭირდება. 

''სალომე ზურაბიშვილის ორგანიზებული აქცია არ არის ''ქართული ოცნების'' პარტიული ღონისძიება, აქედან გამომდინარე ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ ახლა რაც გვჭირდება არის სიმშვიდე და სრული მობილიზება. ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტს აქვს უფლება დაგეგმოს და ჩაატაროს აქცია. ხაზს ვუსვამ, ეს არ არის ჩვენს მიერ ორგანიზებული აქცია და არ ვაპირებთ მივიღოთ მონაწილეობა. ვაცხადებ პარტიის სახელითაც და პირადი პოზიციაც იგივეა'' - აცხადებს დეპუტატი. 

გია ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მასიური აქციების დრო არ არის.

''შეგახსენებთ რომ ორი წლის წინ ჩავატარეთ ამ თემის ირგვლივ აქცია და ესწრებოდა 100 000 ადამიანი'' - განაცხადა ''ქართული ოცნების'' წევრმა. 

,,16 ივნისს გთავაზობთ, რომ შევიკრიბოთ ევროპის მოედნიდან რიყეზე, ოღონდ ყველა, დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა '' - გუშინ, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

 

 

 

 

 

 

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი