საქართველოს ისრაელის პრეზიდენტი ეწვევა

06 იანვარი 2017, 00:00 2915 ნახვა

საქართველოს 9 იანვარს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი რუვენ რივლინი  ეწვევა. პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტთან პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. რუვენ რივლინის დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც  გიორგი მარგველაშვილი კოლეგას  პირისპირ შეხვდება. შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტები მედიის წინაშე განცხადებებს გააკეთებენ და ერთობლივ პრესკონფერენციას  გამართავენ. 10 იანვარს კი ისრაელის პრეზიდენტი გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე დღეს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ისრაელის პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი