საქართველოს ჩემპიონატში ბათუმელი მოჭადრაკეები ლიდერობენ

15 ივნისი 2022, 10:21 489 ნახვა

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დღეს დასრულდება მოჭადრაკე ქალთა 79-ე ჩემპიონატი 10 მანდილოსნის მონაწილეობით. გუშინ ბოლოსწინა მერვე ტურის შეხვედრები გაიმართა.

კვლავ წარმატებით ითამაშეს ლიდერებმა: სალომე მელიამ ალექსანდრა ვახანიას მოუგო, ნინო ბაციაშვილმა კი მაკა ფურცელაძე დაამარცხა. ორივე მოჭადრაკემ 7-7 ქულას მოუყარა თავი და ჩემპიონატზე ლიდერობენ.

დღეს დასკვნით ტურში სალომე მელია მესამე ადგილზე მყოფ მერი არაბიძეს ეთამაშება, რომელსაც 4 ქულა აქვს, ნინო ბაციაშვილი კი დიანა ლომაიას, რომელიც 3,5 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი