14 ივნისი შშმ მოქალაქეთა დაცვის დღეა. წარმოიდგინეთ საზოგადოება, სადაც ყველა აზროვნებს და იქცევა ერთნაირად, ყველაფერი პროგნოზირებადი და ერთსახოვანია.
რამდენად მოგინდებოდათ მსგავსი საზოგადოების წევრი ყოფილიყავით?
საზოგადოების განვითარება სწორედ იმითაა განპირობებული, რომ ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან: შესაძლებლობებით, ღირებულებებით, ინტერესებით - მრავალფეროვნება განაპირობებს პროგრესს.
განსხვავებულობა არის ნორმა. უნიკალური არავინაა, ყველას შესაძლებლობა შეუზღუდავი და განსხვავებულია.