13 ივნისის ტრაგედიიდან შვიდი წელი გავიდა

13 ივნისი 2022, 10:31 740 ნახვა

შვიდი წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან. 2015 წელს სტიქიამ ​დედაქალაქსა და მის შემოგარენში საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა დააზიანა. მთლიანად დაიტბორა "მზიური" და ზოოპარკი, სადაც დაიღუპა სამი თანამშრომელი და დაიხოცა ბინადართა დიდი ნაწილი.

სვანიძის ქუჩაზე კი წყალმოვარდნის შედეგად უსახლკაროდ დარჩა 24 ოჯახი. მხოლოდ ამ პატარა ქუჩაზე სტიქიამ 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ჯამში 21 ადამიანი გარდაიცვალა, ორი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე მეტი ადამიანი დააზარალა.

საბოლოოდ, სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 100 მილიონი ლარი შეადგინა. მდინარე ვერე, ბეთანიის გზაზე წარმოქმნილი მეწყრის გამო ადიდდა, რამაც ამ მასშტაბის სტიქია გამოიწვია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი