სამშენებლო კომპანია „ორბი ჯგუფის“ ცემენტის საწარმოს მუშაობა შეჩერებულია. შრომის ინსპექციამ კომპანია უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო დააჯარიმა.
როგორც უწყებაში განმარტავენ, კომპანია სამუშაოებს კრიტიკული შეუსაბამობის ფონზე აწარმოებდა. საჯარიმო სანქცია დაახლოებით 50 ათასი ლარია. ეს პირველი შემთხვევა არ არის.
ჰაერის დაბინძურებისთვის ''ორბი ჯგუფს'' ჯარიმის ოქმი რამდენიმე დღის წინ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმაც გამოუწერა.
''ორბი ჯგუფის'' ცემენტის საწარმოსთან მოქალაქეებმა მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქცია.