რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, პრემიერი მიიჩნევს, რომ საქართველო ამას მოითხოვს არა ხვეწნის ფორმით, არამედ რადგან მას ეკუთვნის ეს სტატუსიც და შემდგომში ევროკავშირის წევრის წოდებაც, რადგან ყველა წინ ეტაპი ქვეყანამ წარმატებით გაიარა.
ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ინსინუაციები ამ თემაზე ოპოზიციის დესტრუქციული ნაბიჯები ბრალია და აღნიშნავს, რომ თუ ევროპა კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებს, ეს იქნება სტრატეგიული შეცდომა, მაგრამ ამასთან ეს კანდიდატის სტატუსი მაინც სიმბოლურ დატვირთვას ატარებს და მისი არ მიღება ტრაგედია არ არის.