ავსტრიის კანცლერის, კარლ ნეჰამერის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინას იმ პირობით უნდა მიენიჭოს, თუ სხვა განმცხადებლებს – დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და მოლდოვას ასევე მიენიჭებათ სტატუსი.
ნეჰამერმა განმარტა, რომ ეს წინადადება არა მისგან, არამედ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისგან წამოვიდა.
მედიის ცნობით, აქვე ის „ამ დისკუსიაში სამართლიანობის მოწოდებით“ გამოვიდა და დაასახელა „ყველაზე ცუდი მაგალითი, თურქეთის კანდიდატის სტატუსი, რომელიც 59 წელი გაგრძელდა“.