ავარიის შედეგად დაშავებულ ბულგარელ ფეხბურთელს ოპერაცია ჩაუტარდა

11 ივნისი 2022, 11:53 877 ნახვა

ავარიის შედეგად დაშავებულ ბულგარელ ფეხბურთელს თოდორ ნედელევს თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია 2 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. როგორც ბულგარული პრესა წერს, ფეხბურთელს თავის არეში აქვს დაზიანებები, რადგან მინის ნატეხი მოხვდა. თბილისში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრები წუხელ ავტოავარიაში მოყვა.

ბულგარული მედიის ცნობით, ეროვნული გუნდი თბილისის აეროპორტიდან სასტუმროში უეფას მოთხოვნის შესაბამისად, ორი ავტობუსით მიდიოდა, რა დროსაც ერთი ავტობუსი მეორეს შეეჯახა.

ავარიის შედეგად, ნახევარმცველი თოდორ ნედელევი დაშავდა. ის წინ მიმავალი ავტობუსის უკანა სავარძელზე იჯდა.თოდორ ნედელევი თბილისში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ერთი კვირა დარჩება.

ბულგარული პრესის ინფორმაციით, ფეხბურთელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,თუმცა მას კიდევ არაერთი კვლევა დასჭირდება. მასთან ერთად საავადმყოფოში იმყოფება ეროვნული ნაკრების ექიმი ბისერ ბოჩევი, რომელიც ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკონტროლებს.როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე მატჩის გადადება არ იგეგმება.

საქართველო-ბულგარეთის შეხვედრა ხვალ, "დინამო არენაზე", 20:00 საათზე დაიწყება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი