საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო არხის გენერალურ დირექტორს ხვალ აირჩევს. დღეს კი შესარჩევი კონკურსის მეორე ტურში გადასულ ხუთივე კანდიდატს კიდევ ერთხელ მოუსმინეს. დირექტორის ასარჩევად მინიმუმ 5 მეურვის ხმაა საჭირო. ბორდი კი სულ 8 წევრისგან შედგება.