უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას - ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი

08 ივნისი 2022, 14:51 577 ნახვა

უკრაინის, საქართველოს, მოლდოვისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა.

„ომი უნდა დასრულდეს კიევისთვის მისაღები პირობებითა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით. ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას ამ ომში გამარჯვებისთვის.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებული აგრესიის კონტექსტში, „სტრატეგიული კომპასი“ მკაფიოდ უსვამს ხაზს ჩვენს განზრახვას, გავაძლიეროთ ჩვენი თანამშროლობა აღმოსავლეთ პარტნიორებთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას და მათთან კავშირების გაძლიერებას“, – განაცხადა ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში