ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსის 511 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი

07 ივნისი 2022, 12:12 968 ნახვა

30 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსის 511 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 514 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 103 529 კვლევა ტესტით, მათ შორის 93 577 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 952 PCR ტესტით.

ქვეყანაში უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი

7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია - 0.49%. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი