ნათია თურნავას მოსმენა პარლამენტში

06 ივნისი 2022, 19:45 671 ნახვა

როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ეროვნულ ბანკს შორის კოორდინაცია ? - ამ საკითხით დაინტერესდნენ კანონმდებლები, რომლებმაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად  ნათია თურნავას დაუჭირეს მხარი. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას ეკონიმიკის ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ კომუნიკაციის ეფექტიანობა და საჭიროება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა იმ გლობალური გამოწვევების პერიოდში, რის წინაშეც დღეს მთელი მსოფლიოა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, მას შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს ეკონომიკურ გუნდსა და ეროვნულ ბანკს შორის კოორდინაციის გაუმჯოებესების თვალსაზრისით.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში