თორნიკე რიჟვაძე ხვალ უმაღლეს საბჭოში მთავრობის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს

06 ივნისი 2022, 17:36 718 ნახვა

აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე მთავრობის საქმიანობის ანგარიშს ხვალ წარადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ანგარიში უმაღლეს საბჭოს უკვე გადაეგზავნა. აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს ხვალ, 7 ივნისს აჭარის უმაღლეს საბჭოში წარადგენს.

აჭარის მთავრობის საქმიანობის 2021-2022 წლის ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია ყველა სფეროში განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი